შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ლანდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1960-1972წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი; 1959 წლიდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. 1972-1981წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი; 1981 წლიდან - ვიცე-პრეზიდენტი. 1958 წლიდან ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფეროსი. მისი ძირითადი შრომები ეხება ქიმიის თერმოდინამიკას და მისი მეთოდების გამოყენებას ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესების შესწავლისას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ. 119; ქარლთული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge; facebook.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.277 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |