The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ლანდია

ნიკოლოზ ლანდია
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1984  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს.

მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1960-1972წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი; 1959 წლიდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. 1972-1981წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი; 1981 წლიდან - ვიცე-პრეზიდენტი. 1958 წლიდან ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფეროსი. მისი ძირითადი შრომები ეხება ქიმიის თერმოდინამიკას და მისი მეთოდების გამოყენებას ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესების შესწავლისას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ. 119; ქარლთული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.gefacebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: