The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შერმაზან ყაყიჩაშვილი

შერმაზან ყაყიჩაშვილი
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1936
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 2001  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ასტრონომი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლად; 1963 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კიბიერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკური კვლევების ლაბორატორიას, სადაც მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი წრიული ჰოლოგრამა; 1963-1999წწ. სსრკ კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკურ კვლევათა განყოფილების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებაში დაიცვა 1975 წელს, კიევის ფიზიკის ინტიტუტში; 1982 წელს სანქტ-პეტერბურგის, ვავილოვის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო 1986 მეცნიერს მიენიჭა პროფესორის წოდება. აქვს მინიჭებული გამომგონებლის სტატუსი(1979). იგი ითვლება პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ფუძემდებლად; პირველმა შექმნა წრიული ჰოლოგრამა, რომელზეც თავისი თავი ასახა; დიდი წვლილი მიუძღვის ჰოლოგრაფიის განვითარებაში. არის 250-მდე სტატიისა და 22 გამოგონების ავტორი; ეწეოდა პედაგიგიურ საქმიანობას, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე შუა აზიის ქვეყნებშიც. მის მიერ შექმნილი ჰოლოგრამები გამოფენილ იყო მრავალ საერთაშორისო გამოფენაზე, მათ შორის: საფრანგეთში, რუსეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, ირანში ვიეტნამში, სირიაში, ესპანეთში, პარიზის ჰოლოგრაფიის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზეც.



გააზიარე: