შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაყვალა წილოსანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო საამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1967წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში; 1967 წლიდან იყო ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 25 სამეცნიერო ნასრომისა, რომლებიც ეხება გულის კუნთის ინტრაორგანული სისხლძარღვების და ადამიანის პლაცენტის ცვლილებებს, ორსულთა პათოლოგიების მედიკამენტებითა და ლაზერით მკურნალობას. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "Возврастные изменения интрамуральных кровеносных сосудов миокарда человека". ექიმი-ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის გულის კუნთის ინტრაორგანული სისხლძარღვების ასაკობრივი თავისებურებანი", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.345 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |