შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ წამალაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუღურე, დუშეთის რაიონი. დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს. 1968–1977წწ. იყო ნოვოკუზნეცკის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1977–1982წწ. ახალციხის რაიცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი; 1982 წლიდან ამავე საავადმყოფოს სარაიონთაშორისო ბავშვთა ქირურგიული განყოფილების გამგე. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს "ლექციები მსმენელი ექიმებისათვის". ნოვოკუზნეცკის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს მწვავე ოსტეომიელიტზე. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვლის ტვინის შიდა წნევის გაზომვის როლი მწვავე ოსტეომიელიტის ადრეულ დიაგნოსტიკაში და კომპლექსურ–პათოგენურ თერაპიაში." წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.344 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |