Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ წამალაიძე
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მუღურე, დუშეთის რაიონი. დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს. 1968–1977წწ. იყო ნოვოკუზნეცკის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1977–1982წწ. ახალციხის რაიცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი; 1982 წლიდან ამავე საავადმყოფოს სარაიონთაშორისო ბავშვთა ქირურგიული განყოფილების გამგე. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს "ლექციები მსმენელი ექიმებისათვის". ნოვოკუზნეცკის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს მწვავე ოსტეომიელიტზე. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვლის ტვინის შიდა წნევის გაზომვის როლი მწვავე ოსტეომიელიტის ადრეულ დიაგნოსტიკაში და კომპლექსურ–პათოგენურ თერაპიაში." წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.344 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |