The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონიდე მელიქაძე

ლეონიდე მელიქაძე
Date of birth:7 October, 1912
Date of death:26 July, 1990  (at 77 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1934 წელს.

1934-1935წწ. თბილისის მსუბუქი მრეწველობის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტი, ინჟინერ ტექნოლოგი; 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვებ პროდუქტთა ლაბორატორია, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1935-1936წწ. მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობა, ინჟნერ-ტექნოლოგი; 1936-1942წწ. საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1942-1947წწ. ფიზიკური და ორგანული ქიიიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1947-1977წწ. პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1947-1990წწ. ამავე ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე; 1965 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1967-1971წწ. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, კონსულტანტი; 1973-1978წწ. საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის ტყის მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის სამეცნიერო საწარმოო ლაბორატორია, კონსულტანტი. 3 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1942 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1964 წელს. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Member of Organizations

  • დ. მენდელეევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების საქართველოს განყოფილება, საბჭოს და გამგეობის წევრი (1946-1967)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-1974)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
  • საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის ტექნიკურ-ეკონომიკური საბჭო, წევრი (1958-1965)

Awards and Honors

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1959 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
    მონოგრაფიისათვის "ნავთობის ფლუორესცირებადი ნაერთების ბუნების შეცნობისათვის"
  • 1945 - საპატიო ნიშნის ორდენი

Share: