The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჟიჟიაშვილი

ლევან ჟიჟიაშვილი
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2006  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორხი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს და სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1968 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის პროფესორი, ხოლო 1978 წლიდან - აღნიშნული კათედრის გამგე. წლების განმავლობაში უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტს, როგორც მისი დეკანი; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცხოვრებაშ; მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული მრავალგანზომილებიან ჰარმონიულ ანალიზში, ფუნქციათა თეორიასა და ფუნქციონალურ ალაზიში; აღსანიშნავია მის მიერ მრავალგანზომილებიან ჰარმონიულ ანალიზში დადგენილი მრავალი ცვლადის შეუღლებულ ფუნქციათა არსებობისა და ინტეგრირების პირობები, ფურიეს ჯერადი მწკრივების და მათი შეუღლებული მწკრივების თანაბრად კრებადობისა და თანაბრად შეჯამებადობის საბოლოო სახის საკმარისი პირობები. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1967 წელს - მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სადოქტორო დისერტაცია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.252; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1974-1993)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვისთვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: