The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ტატიშვილი

ირაკლი ტატიშვილი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1902
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 1980  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ბაკურიანი, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1937-1948წწ. განაგებდა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრას; 1948-1959წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილებას; 1942-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის პროფესორი; 1953-1958წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1959-1961წწ. - სასწავლო ნაწილში; 1948-1979წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პათოლოგოანატომი. შეისწავლიდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მორფოლოგიურ საფუძვლებს, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და აქტინომიკოზის პათოლოგიის საკითხებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985, გვ. 664

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-1980)
  • საქართველოს პათოლოგოანატომთა სამეცნიერო საზოგადოება , თავმჯდომარე (1972-1980)
  • საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი (1966-1980)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: