The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაირა ჭაბაშვილი

ნაირა ჭაბაშვილი
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1975წწ. იყო თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975–1986წწ. - მე–8 საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-თერაპევტი; 1986–1991წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრასთან არსებული ლაზერული მედიცინის კურსის ასისტენტი; 1994 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის კათედრის ასისტენტი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის მორფო–ფუნქციური და ორგანიზმის ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების კორელაცია ექოკარდიომეტრიული და ანტროპომეტრიული ანალიზის საფუძველზე ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ავადმყოფთა მედიკამენტური და ფიზიკური რეაბილიტაციის თავისებურებანი გართულებული მიოკარდიუმის ინფარქტის სტაციონარულ და ამბულატორიულ ეტაპებზე", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.346; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.388; vidal.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია

  • ულტრაბგერითი თერაპიის საფუძვლები : დამხმარე სახელმძღვანელო სამედიცინო სპეციალობების სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისა და ექიმებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, გეორგიკა, 2019. - 136გვ.. - ISBN: 9789941810633

გააზიარე: