შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ჭავჭანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1964–1979წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის და ექსპერიმენტული თერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1988წწ. ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური ფარმაკოთერაპიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1998წწ. კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1998 წლიდან წამალთა გვერდითი შესწავლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელია. 1995 წლიდან თსსუ ფარმაკოლოგიის და კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსის ხელმძღვანელია. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომის და 3 მეთოდური რეკომენდაციის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფარმაკოლოგიასა და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Ynula Helenium" (კულმუხო)–ს პრეპარატების მოქმედების მექანიზმი ექსპერიმენტული ქოლესტერინული ათეროსკლეროზის დროს", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.347 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |