The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ჭანიშვილი

დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1925  (100 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1950–1957წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტროპიკულ სნეულებათა კათედრის ექიმი, ასპირანტი, ასისტენტი. 1951–1955წწ. ხანგრძლივი ვადით საკავშირო მინისტრის ბრძანებით მივლინებული იყო ყაზახეთსა და ყირგიზეთში ანგილოსტომიდობის საწინააღმდეგო რაზმის ხელმძღვანელად. 1957–1966წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უმცროსი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978 წლიდან – რესპუბლიკური კარდიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეა. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექიმთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, ატარებდა სემინარებს რაიონიდან ჩამოსულ ექიმებთან. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის მოსახლეობაში გეოჰელმინტოზების გავრცელების ძირითადი ეპიდემიოლოგიური ფაქტორები", დაიცვა 1956 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.348

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ანტირევმატული კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - შრომის ვეტერანის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: