The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნონა ჭანტურია

დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჩინო, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკუნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980–1982წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1982–1986წწ. დაამთავრა თსსი ასპირანტურა; 1987–1992წწ. იყო კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრის ჰემოდინამიკური ურთიერთდამოკიდებულება და გულის ორივე პარკუჭის მიოკარდიუმის შეკუმშვადობა ჰიპერტონიული დაავადების დროს", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.348

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: