The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ქომეთიანი

პეტრე ქომეთიანი
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1984  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1924 წელს.

1924-1927წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ცხოველთა კვების კათედრის ქიმიკოს-ასისტენტი; 1930 წელს მიიწვიეს დოცენტად უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც იგი 1934 წლამდე ბიოქიმიის კურსს კითხულობდა; 1932-1946წწ. პედაგოგიურ და კვლევით მუშაობას ეწეოდა საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარულ ინსტიტუტში; პარალელურად მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ბიოქიმიის კურსის წასაკითხად და უნივერსიტეტთან არსებული ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტში ბიოქიმიური ლაბორატორიის შესაქმნელად; 1933-1935წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1936 წლიდან პროფესორი; 1938 წლიდან ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი; 1939 წლიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; 1941 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების გამგე; ომის წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1943 წელს თავდაცვითი ხასიათის კვლევითი მუშაობის ჩასატარებლად მიავლინეს ქ. სოჭის ჰოსპიტალში; ომის შემდგომ პერიოდში მისი ინტერესი ნერვული და კუნთოვანი სისტემების მეტაბოლიზმზე კონცენტრირდება. მნიშვნელოვანი იყო მისი ნაშრომები ბიოლოგიური მემბრანების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესახებ. დიდია მისი ღვაწლი აცეტილქოლინის და ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზის გზების აღმოჩენაში; მეხსიერების ბიოქიმიური ასპექტების შესწავლაში. მის მიერ გამოქვეყნებულია მრავალი მონოგრაფია, სამასზე მეტი ნაშრომი ზოგადი და კერძო ბიოქიმიის, ნეიროქიმიის დარგში, შექმნილია ბიოქიმიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-1984)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: