The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ვილშაუ

დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1870
გარდაცვ. თარიღი:11 აპრილი, 1939  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

შექმნა ქართველ მევიოლინეთა ძლიერი სკოლა; სწავლობდა ჯერ მამასთან, რობერტ ფიოდორის ძესთან, შემდეგ მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგები ი. ვ. გრჟიმალი (ვიოლინო), პ. ა. პაბსტი(ფორტეპიანო), შემდეგ გერმანიაში - ე. პეტრი (ფორტეპიანო), ი. იოახიმი (ვიოლინო); 1895 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში; 1917 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი; გამოდიოდა კონცერტებით, იყო სიმებიანი კვარტეტის, კვინტეტის, ტრიოს წევრი; მოწაფეები: თ. ძნელაძე (პირველი ქართველი მევიოლინე ქალი), ლ. იაშვილი, ლ. შიუკაშვილი, ა. ვარაზი (მხატვარი); თბილისში მოღვაწე გერმანელი მევიოლინე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 176



გააზიარე: