The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევ ვლასენკო

ლევ ვლასენკო
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1996  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1946-1948წწ. სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგი ა. ვირსალაძე(ფორტეპიანო), 1953 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგი ი.ბ. ფლიერი(ფორტეპიანო), ამასთანავე ასპირანტურაში, 1954 წელს მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტში.

1952 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1957 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1965 წლიდან დოცენტი, 1976 წლიდან პროფესორი; რუსი პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 180

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი
  • 1965 - უდმურტეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
  • 1958 - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, II პრემია, (მოსკოვი)
  • 1956 - ფერენც ლისტის სახელობის საერთაშორისო კონკურსი(ბუდაპეშტი), I პრემია

გააზიარე: