The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ღუდუშაური

ოთარ ღუდუშაური
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1991  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყაზბეგი, ახლანდელი ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა ქალაქ ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

1949-1952წწ. მუშაობდა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ, 1952-1970წწ.  მოსკოვში; საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პარალელურად, 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრის გამგე; 1972-1975წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი; საბჭოთა კავშირში პირველმა გამოიყენა პლასტიკური ოპერაციებისათვის კორუნდული კერამიკა; დანერგა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები - შეუხორცებელი ინფიცირებული მოტეხილობის, აგრეთვე ყალბი სახსრებისა და გრძელი ლულოვანი ძვლების დეფექტების მკურნალობა, მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების ჩანაცვლება კონსერვირებული ჰომოტრანსპლანტატებით და სხვა. ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.600

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-1991)
  • საქართველოს ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1971-)
  • ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი (1975-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინური პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: