The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჭელიშვილი

მიხეილ ჭელიშვილი
Date of birth:20 March, 1936  (89 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1966წწ. იყო ტყვარჩელის კვეზანის საავადმყოფოს ქირურგი-ორდინატორი; 1966–1969წწ. - კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ნეიროქირურგიული განყოფილების ასპირანტი; 1969–1980წწ. - ამავე განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1980 წლიდან - ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების გამგე. ავტორია 76 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტვინის დისლოკაცია და კლინიკური, ელექტრო და რეოენცეფალოგრაფიულ გამოვლინებათა დინამიკა მასიური დეჰიდრატაციის გავლენით სუპრატენტორიული სიმსივნეების დროს", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კონსტრუქციული მიკროსისხლძარღვოვანი ოპერაციების გამოყენება თავის ტვინის სხვადასხვა ფორმების იშემიური დაზიანების დროს", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.349; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.389

Member of Organizations

  • ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • მსოფლიოს ნეიროქირურგთა ასოციაცია, წევრი

Share: