The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია ვოლჩენკო

ნატალია ვოლჩენკო
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს (ვოკალური).

1993 წლიდან არის ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (მეცო სოპრანო); 2008 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ვოკალი), 2010 წლიდან თბილისის ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი, 2012 წლიდან თბილისის N28 მუსიკალური სკოლის ვოკალური განყოფილების გამგე და პედაგოგი; რეპერტუარი, ქართული: ნათელა, ნანო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ბარბალე (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), აიეტის ასული (ბ. კვერნაძე "მედეა"); ვოკალურ-ინსტრუმენტული: მ. ოძელი "დაკარგული ედემი"(2015 წელს პირველი შესრულება), სხვა რეპერტუარი: ამნერისი, ებოლი, მადალენა, აზუჩენა, ულრიკა, ფლორა (ვერდი "აიდა", "დონ კარლოსი", "რიგოლეტო", "ტრუბადური", "ბალ-მასკარადი", "ტრავიატა"), კარმენი(ბიზე "კარმენი"), დალილა (სენ-სანსი "სამსონ და დალილა"), სანტუცა (მასკანი "სოფლის ღირსება"), როზინა (როსინი "სევილიელი დალაქი"), პოლინა, მილოვზორი, ლიზა (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"); ბეთჰოვენი სიმფონია N9, ვერდი რეკვიემი, პერგოლეზი "Stabat Mater", მალერი სიმფონია N2, ბრუკნერი რეკვიემი; კამერული რეპერტუარი, ვოკალური ციკლები: შუმანი, ვაგნერი, დე ფალია, ობრადოსი, მუსორგსკი, შოსტაკოვიჩი. მუსიკოლოგიის აკადემიის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დავით ანდღულაძის მეთოდიკა, როგორც ფონიაციური აპარატის დაცვითი მექანიზმი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 180

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსი(თბილისი), I პრემია
  • 1996 - საერთაშორისო კონკურსი "ვერდის ხმები", ლაურეატი, (ბუსეტო)
  • 1995 - საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსი(თბილისი), I პრემია
  • 1994 - ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, III პრემია, (ტულუზა)

გააზიარე: