შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ვრონსკი-ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის საბალეტო სკოლა 1923 წელს. 1923-1925წწ. იყო როსტოვის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი; 1926-1932წწ., 1937-1940წწ. ბაქოს, 1932-1937წწ. სარატოვის, 1940-1954წწ. ოდესის, 1954-1969წწ. კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრების ბალეტმაისტერი, პარალელურად 1960-1973წწ. უკრაინული "ბალეტი ყინულზე" სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1978-1979წწ. მოსკოვის "ბალეტი ყინულზე" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმაისტერი; 1985-1986წწ. კიევის კლასიკური საბალეტო თეატრის ხელმძღვანელი; ქართული დადგმები: ზ. ფალიაშვილი "დაისი" (ა. წუწუნავასთან ერთად); სხვა დადგმები: ბადალბეილი "ქალწულის კოშკი", დანკევიჩი "ლილეა", რუსინოვი "ოლესია", იარულინი "შურალე", ჟუკოვსკი "როსტისლავა", პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა", ხაჩატურიანი "სპარტაკი"; ბალეტები ყინულზე: "გაზაფხულის ზღაპარი", "60 წუთი დედამიწის გარშემო"; რეპერტუარი: პრინცი(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), ვაცლავი (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), უფლისწული (პუნი "კუზიანი კვიცი"), ფრანცი (დელიბი "კოპელია"); იყო რეჟისორი და სცენარის ავტორი მხატვრული კინო ფილმი-ბალეტის "ლილეა" (1958, ვ. ლაპოკნიშთან ერთად), ფილმი-სპექტაკლის "სიმღერები დნეპრზე" (1956, ა. მიშურინთან ერთად); ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 181 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |