The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ჭელიძე

დაბადების თარიღი:3 მარტი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1988 წელს.

1988–1989წწ. იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1989–1991წწ. თბილისის მე–8 ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი; 1991 წლიდან თსსუ პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპერბარული ოქსიგენაციის ზეგავლენა რეგიონული სისხლის მიმოქცევასა და მიკროჰემოცირკულაციაზე", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.350

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: