The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა ჭითანავა

დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1908  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1931–1934წწ. იყო  თბილისის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1934–1952წწ. ფუნქციურ ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტის, ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი; 1952–1995წწ. ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ნევროზების განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1995 წლიდან ამავე ინსტიტუტის კონსულტანტი. ავტორია 76 სამეცნიერო ნაშრომის. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიით დაავადებულ ბავშვთა ქაფურით მკურნალობა", დაიცვა 1941 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.350

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის მედალი, ქართული ფსიქიატრიის განვითარებაში დიდი დამსახურებისთვის
  • 1988 - საპატიო დიპლომი
  • 1986 - შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: