Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნადეჟდა ზაბელა-ვრუბელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კაუნასი. დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1891 წელს(ვოკალური). მისი დებიუტი შედგა ლეონორას პარტიით, 1891 წელს პეტერბურგის კონსერვატორიაში სტუდენტთა სპექტაკლში "ფიდელიო"(ბეთჰოვენი); მეცადინეობდა პარიზში მ. მარკეზისთან(ვოკალი); მონაწილეობდა სპექტაკლებსა და კონცერტებში: კიევი, ხარკოვი, პეტერბურგი, მოსკოვი, თბილისი; ზაბელა-ვრუბელის ოსტატობას მაღალ შეფასებას აძლევდა ნ. ა. რიმსკი-კორსაკოვი, რომლის ოპერებში წარმატებით ასრულებდა მთავარ პარტიებს, კომპოზიტორმა საგანგებოდ მისთვის დაწერა საოპერო პარტიები: მარფა("მეფის საცოლე"), დედოფალი-გედი("ზღაპარი სალთან-მეფეზე"), მეფის ასული("უკვდავი კოშჩეი"), უძღვნა რამდენიმე რომანსი; 1894-1895წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ის იყო მხატვარ მ. ა. ვრუბელის მეუღლე; რუსი საოპერო მომღერალი, ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 182
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |