Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ზაბუკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ქ. ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს (საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო). 1951-1961წწ. იყო თბილისის რკინიგზელთა მხატვრული აღზრდის სახლის პედაგოგი (ფორტეპიანო); 1962-1966წწ. თბილისის N5 საშუალო სკოლის, 1966-1968წწ. ახალქალაქის მუსიკალური სკოლის(ფორტერპიანო), 1968 წლიდან თბილისის N11 მუსიაკლური სკოლის პედაგოგი; თხზულებები: ბალეტი "ჩიპოლინო" (1965), საბალეტო ნომერი "შეხვედრა" სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, საგალობლები ბავშვებისათვის "გლორია", "სანქტუს", "მამაო ჩვენო", "აგნუს დეი" (მოსკოვის კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით); სიმღერების ციკლი: "საშობაო", "რატომ მაქვს გული ნათელი", "როგორ ანათებს შუქი ღამეში", "საკურთხეველი", "წმინდა ოჯახი" (1995 წელს შესრულდა მოსკოვში); სიმღერები სხვადასხვა პოეტებისა და საკუთარ ლექსებზე: "ენძელა", "გზაზე", "მთაზე", მუსიკის ჰიმნი"; საფორტეპიანო ნაწარმოებები: "ბურთი", "ბოიართა ცეკვა", "აღმოსავლური", "თემა ვარიაციებით"; კამერულ-ინსტრუმენტული: "მელოდია" ვიოლონჩელოსათვის, "რომანსი" ვიოლინოსათვის, "განწყობა" ფლეიტისათვის, "ელეგია" 2 კლარნეტისათვის; კომპოზიტორ შ. დავიდოვ-დავითაშვილის მეუღლე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 182 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |