The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე შენგელია

პავლე შენგელია
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1903
გარდაცვ. თარიღი:26 მაისი, 1971  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; 1951-1970წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1970-1971წწ. ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1936-1971წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; აქვეყნებდა ნაშრომებს საქართველოსა და ამიერკავკასიაში ჰიდროენერგეტიკის განვითარების საკითხებზე. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 716

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ტექნიკური მეცნიერების დარგში
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: