შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ წინამძღვრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს. 1921-1930წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დიაგნოსტიკის კათედრას; 1927-1928წწ. მივლინებლი იყო ბერლინის, ვენისა და პარიზის კლინიკებში; 1930-1956წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1946 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში დაარსა სსრკ-ში პირველი კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე(ინ-ტს შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა); 1946 წელს, პირველად სსრკ-ში, დაიწყო ჰიპერტონული დაავადების ეპიდემიოლოგიური შესწავლა საქართველოს ნმოსახლეობაში; შეიმუშვა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულის კუნთის დისტროფიის ორიგინალური კლასიფიკაციები(1952-1956); გამოჰყო ჰიპერტონული დაავადების შექცევადი ანუ რევერზიბელური ფორმა და პრეჰიპერტონიული მდგომარეობა(1952); ახლებურად გააშუქა ჰიპერტონიის რენული(თირკმლის) გენეზის თეორია(1952); სწავლობდა გულის თანდაყოლილი ანომალიების დიაგნოსტიკის საკითხებს და სხვ. თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკაში; მნიშვნელოვანია მისი შრომები გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობათა შესახებ. თერაპევტი, კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი(1921), პროფესორი(1924). დისერტაციის თემა - "მასალები ქონდროიტინ-გოგირდმჟავას ქიმიისა და შარდში აღმოჩენის შესახებ მუცლის ტიფის დროს", დაიცვა 1921 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.327; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |