Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე ჭირაქაძე-თაქთაქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში საწარმოო დიაგნოსტიკური პრეპარატების ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1964-1974წწ. მიკრობთა ფიზიოლოგიის ფაგოტიპირების საკავშირო ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1964-1976წწ. ინსტიტუტის სწავლულ მდივნად; 1994 წლიდან მიკრობიოლოგიური განყოფილების გამგედ; 1982 წელს ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიწვეული იყო ინდოეთსა და მონღოლეთში დიარეეზის კონსულტანტად. ავტორია 95 სამეცნიერო ნაშრომის. 1961-1996წწ. საქართველოში ჩაატარა S typhimurimm-ის შტამების ფაგოტიპირების ანალიზი. ამზადებს ახალგაზრდა კადრებს მიკრობიოლოგიასა და ბაქტერიოფაგიაში. 1991 წლიდან მუშაობდა სამედიცინო უმაღლეს სასწავლებელ "აიეტში". მკურნალი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები სტაფილოკოკური ინფექციის მკურნალობის დროს", დაიცვა 1959 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "Разработка новой схемы фаготопирования Сальммонелл тифимуриум на основе выделения изучения и отбора бактериофагов с типосрецифическими свойствами", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.351 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |