The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ჭიჭინაძე

კონსტანტინე ჭიჭინაძე
Date of birth:27 October, 1969  (54 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1992 წელს.

1994-1997წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრაზე; 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბიოფიზიკის კათედრის მოწვეული ასისტენტია; 2004 წლიდან  აქტიურად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო საქართველოს პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდიანტი (2005). არის 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო თეორია და კონცეფცია; მისი ავტორობით არის გამოცემული მონოგრაფია და ორი წიგნი, მათ შორის აშშ-ში 2012 წელს. იგი იყო უცხოური: Open Journal of Molecular and Integrative Physiology (USA), Psychology Research (USA), International Journal of Brain and Cognitive Sciences (USA) და სამამულო ჟურნალების რედკოლეგის წევრი. თსსუ 45-ე სამეცნიერო სესიის პრემიის ლაურეატი, ექიმი-პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სათესლე ჯირკვლის სისხლმომარაგება, მიკროჰემოცირკულაცია და ჰორმონული ფუნქცია, მათი მარეგულირებელი მექანიზმები ჯანმრთელ და სტრესირებულ ორგანიზმში", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - აგრესიული ქცევის მექანიზმები და მისი ადაპტაციური ფუნქცია მამრებში, დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.352; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.389

Member of Organizations

  • პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, პრეზიდენტი (2001-)

Bibliography


Share: