The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჭოლოკავა

დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2002  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუხჩე, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1959წწ. იყო ქ. ნარვის(ესტონეთი) საავადმყოფოს ქირურგი; 1959-1963წწ. ქირურგიული განყოფილების გამგე, ქალაქის მთავარი ქირურგი; 1963 წელს თბილისის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1972-1976წწ. ტრავმატოლოგია-ორთოპედიის კათედრის ასისტენტი; 1976 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის. ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ოპერაციული მკურნალობა ძვლის საკორექციო ოსტეოტომიით", დაიცვა 1948 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.353

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: