The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჭუმბურიძე

დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1980წწ. იყო ქალაქის საავადმყოფოს ქირურგი-ტრავმატოლოგი; 1980 წლიდან ტუპერკულოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ძვალ-სახსრის განყოფილების ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე განყოფილების ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. ქირურგი-ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოლოგიური და სტრუქტურული ცვლილებების შედარებითი დახასიათება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტუპერკულოზური და არატუპერკულოზური დაავადების დროს", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.354

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფტიზიატრთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგიული ასოციაცია, წევრი

გააზიარე: