შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე წულუკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვახჭირი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქ. ხარკოვის(უკრაინა) სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1916 წლიდან მუშაობდა თბილისის ლაზარეთის ორდინატორად; 1922-1924წწ. მივლინებულ იქნა საზღვარგარეთ, პარიზის, ბერლინისა და ვენის ცნობილ უროლოგიურ კლინიკებში; 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1927 წელს ჩაუდგა სათავეში ახლად გახსნილ ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებას; ამავე წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; 1930 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1930-1959წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრებს; ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის და შემდეგ უროლოგიის კათედრას; ასევე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილების თავმჯდომარე; 1949-1953წწ. არჩეულ იქნა თბილისის ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორად; 1953-1965წწ. იყო მისი ინიციატივით დაარსებული უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი(1967-იდან ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა); მეორე მსოფლიო ომის(1941-1945) წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. შეისწავლიდა შარდკენჭოვან დაავადებას, უროლოგიის, კურორტოლოგიის, ბაქტერიოლოგიის, მედიცინის ისტორიის საკითხებს. შეიმუშავა რამდენიმე ოპერაციის (ორიგინალური) ტექნიკა. ქართულ ენაზე შეადგინა უროლოგიის პირველი სახელმძღვანელოები. შესრულებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 20-ზე მეტი მონოგრაფია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ. 1987, გვ. 348 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |