The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ჭუმბურიძე

დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1977 წელს. 

1981-1984წწ. იყო თბილისის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრის დოცენტი; 1990 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომიტეტის განყოფილების გამგე. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ტოქსიკოლოგიურ კვლევაში. ფარმაკოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული პრეპარატების - ფენკაროლის და ბიკარფენის ფარმაკოოინეტიკა", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.355

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფარმაკოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: