The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ წულუკიძე

გრიგოლ წულუკიძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1889
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1950  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ავსტრიის ქალაქ ლეობენის უმაღლესი სამთო სასწავლებელი 1911 წელს; ქ. ეკატერინოსლავის(ახლადნელი დნეპროპეტროვსკი) სამთო ინსტიტუტი 1914 წელს.

1914-1918წწ. მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ჩრდილოეთ კავკასიის ნავთობის სარეწებზე; 1918-1922წწ. ტყიბულის მაღაროებში; 1923-1928წწ. იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სამთო კომიტეტის თავმჯდომარე; ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, ხოლო 1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1930-1950წწ. იყო მადნეულ საბადოთა დამუშავების კათედრის გამგე; საქართველოში სამთოელთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი; მეცნიერულად დაასაბუთა ტყიბულის შახტებში ნამუშევარი სივრცის ჰიდრავლიკური ამოვსების პერსპექტიულობა და სხვ. მისი მონაწილეობით შეიქმნა ქიმიის, გამოყენებითი მინერალოგიის, გეოლოგიის, ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტები; 1959 წლიდან მის სახელს ატარებს სამთო მექანიკის ინსტიტუტი. მისი მთავარი შრომები ეხება მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების მეთოდებს, ამ მეთოდების სამეცნიერო კლასიფიკაციას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 348

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: