The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ხავთასი

დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1922  (101 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1950-1953წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა ნერვულ სნეულებათა კათედრაზე; 1954 წლიდან იყო შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მანგანუმით ქრონიკული პროფესიული ინტოქსიკაციის საკითხისათვის", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.357

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: