შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ხახანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1975წწ. მუშაობდა საქართველოს ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში; 1980-1990წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1951-1976წწ. სანკტ-პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1975-2002წწ. ივ. ბერტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ცხოველთა ქცევის შემსწავლელი განყოფილებისგამგე; 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის ქცევისა და კოგნიტიური ფუნქციების განყოფილების კონსულტანტი. ავტორია 350 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 15 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 სადოქტორო და 27 საკანდიდატო დისერტაცია. ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1962), პროფესორი(1966). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირობითი რეფლექსების დიფერენცირების საკითხი", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მხედველობის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.358; http://science.org.ge/ ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |