შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციცო ხარაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1973წწ. იყო ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების საექიმო უბნის გინეკოლოგი; 1971-1977წწ. - ოზურგეთის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი; 1977 წლიდან - ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ექიმი-რადიოლოგი, ონკო-გინეკოლოგი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი-ონკოგინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის, მეან-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "К вопросу оптимизации лечения рака шейки матки РТ16 NOMO", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტროფობლასტური დაავადება საქართველოში(ეპიდემიოლოგია, კლინიკა, მკურნალობა)", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.358; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.390 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |