შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ხაჩატუროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1975წწ. ინტერნატურის კურსი გაიარა სარატოვის რკინიგზის საავადმყოფოში; 1975-1980წწ. იყო ერშრვის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგი; 1980 წლიდან უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ჰემოდიალიზის განყოფილების ქირურგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერკუტანული მანიპულაციები რეტროპერიტანულ ორგანოებზე", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.359 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |