The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ხაჩატუროვი

დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1975წწ. ინტერნატურის კურსი გაიარა სარატოვის რკინიგზის საავადმყოფოში; 1975-1980წწ. იყო ერშრვის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგი; 1980 წლიდან უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ჰემოდიალიზის განყოფილების ქირურგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერკუტანული მანიპულაციები რეტროპერიტანულ ორგანოებზე", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.359

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: