The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ხევსურიანი

შოთა ხევსურიანი
Date of birth:19 October, 1925
Date of death:31 May, 2021  (at 95 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1950 წელს.

1950-1953წწ. იყო კალინინის (ტვერი) ონკოლოგიური დისპანსერის სტაციონარის ქირურგი; 1953-1056წწ. სამხედრო ლაზარეთის ქირურგი; 1956-1958წწ. თბილისის II კლინიკური საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1958 წლიდან არის უმცროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 63 სამეცნიერო ნაშრომის. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნეიროტრავმატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, რესპუბლიკის მთავარი ნეიროქირურგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მალა შუა დისკოთა თიაქრების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღეროს მეორადი სინდრომების მნიშვნელობა უკანა ფოსოს ოკლუზიური პროცესების დროს და ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკა", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.361; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324

Member of Organizations

  • მსოფლიო ნეიროქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • რესპუბლიკის ნეიროქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

Share: