The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით თინიკაშვილი

დავით თინიკაშვილი
Date of birth:8 May, 1979  (44 years)
Category:Historian, Scientist

Biography

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ისტორიის მიმართულებით.

2020-2021 წწ. ოქსფორდის უნივერსიტეტში ერთწლიანი პოსტ-სადოქტორო პროგრამით მუშაობდა კვლევით პროექტზე სახელწოდებით: "მნიშვნელოვანი ქართული ტრაქტატი (მე-18ს.) დასავლური ქრისტიანობის შესახებ ქართულ-ევროპული ურთიერთობების კონტექსტში" (იხ. ინფო ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე). აღნიშნული კვლევითი პროგრამის ფარგლებში დაწერილი ნაშრომი ორ სტატიად გამოქვეყნდა საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში. პირველი სტატია 2021 წელს ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ჟურნალში Catholic Historical Review. მეორე სტატია კი 2022 წელს რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტის ჟურნალში Orientalia Christiana Periodica. 2014-2018 წლებში, სადოქტორო და პოსტსადოქტორო კვლევების ფარგლებში სათანადო კონკურსის წესით მოპოვებული რამდენიმე მოკლე-ვადიანი სტიპენდიით იმყოფებოდა გენტის უნივერსიტეტში, ბელგია (1 წელი), ფრიბურგის უნივერსიტეტში, შვეიცარია (1 თვე), ტალინის უნივერსიტეტში, ესტონეთი (6 თვე), მაინის ფრანკფურტის ფილოსოფიურ-თეოლოგიურ კათოლიკურ კოლეჯში, გერმანია (3 თვე).

2015 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: "ქართველებისა და დასავლეთ ევროპელთა რელიგიურ-პოლიტიკური ურთიერთობა მე-11-13 საუკუნეებში" და მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2011 წელს მიიღო თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (აღსანიშნავია, რომ 2010-2011 აკადემიური წლის მანძილზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კ. კეკელიძის სახელობის სტიპენდიანტია, როგორც ილიაუნის წარმატებული მაგისტრანტი). 2003 წელს დაასრულა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სემინარია.

რამდენიმე სალექციო კურსს უძღვებოდა ისტორიის, რელიგიის კვლევებისა და თეოლოგიის მიმართულებით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (2007-2008 წწ.), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა (2010-2019 წწ.) და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში (2016-2019 წწ.). 2017 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი. 2019 წლიდან კი კავკასიის უნივერსიტეტში ჯერ მიწვეული ლექტორის სტატუსით იწყებს მუშაობას, შემდეგ კი სრული პროფესორის პოზიციას სთავაზობენ. აკადემიური საქმიანობის გარდა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური უმცირესობების საქმიანობის ობიექტური გაშუქების მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიურ გამოცემაში "სოლიდარობა" (იხ. 2006-2010 წლების ნომრები) და ჟურნალ "ლიბერალის" ვებ-გვერდზე (იხ. 2012 წელს გამოქვეყნებული სტატიები რელიგიური უმცირესობების სოციალურ მსახურებაზე). დავით თინიკაშვილის ხსენებული სტატიები სათანადო მოდიფიცირებით გამოქვეყნებულია აგრეთვე საცნობარო გამოცემაში: რელიგიები საქართველოში: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., სახალხო დამცველის ოფისის გამოცემა, 2008, 438გვ. (2021 წელს აღნიშნული ენციკლოპედია ხელმეორედ გამოიცა განახლებული და დამატებული სტატიებით). კვლევისა და სწავლების სფეროები: ქრისტიანობის ისტორია და თეოლოგია, მსოფლიო რელიგიები, ქართულ-ევროპული ისტორიული ურთიერთობები, რელიგია და ათეიზმი, რელიგია და მეცნიერება, სიკვდილს მიახლოებული გამოცდილების (NDE) კვლევები. არის ასზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და მთარგმნელი როგორც აკადემიურ, ისე საგანმანათლებლო პერიოდულ გამოცემებში: "ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი", "კადმოსი", "ქართული წყაროთმცოდნეობა", "ახლო აღმოსავლეთი და საქართველო", "კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში" (II და III ტომები), "ცივილიზაციური ძიებანი", "სემიოტიკა", "ემაოსი", "დიალოგი", "არჩევანი", "ზღვარი", "სოლიდარობა", "ლიბერალი", "ტაბულა", "მასწავლებელი", "მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა". არის სახელმძღვანელოს "მსოფლიო რელიგიები" თანაავტორი (გამოიცა 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ).

წყარო: ქრისტიატული თეოლოგია და ისტორია = Christian Theology and History: davidtinikashvili.wordpress.com

Member of Organizations

  • პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი, წევრი (2016-)

Awards and Honors

  • 2012 - მედია-კონკურსი "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება", განსაკუთრებული პრიზი, სტატიათა ციკლისთვის

Bibliography


Share: