შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამი ხელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1976 წლიდან იყო თბილისის ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომელი; 1981 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპიანტი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია, არის 4 მეცნიერ-თანამშრომლის ხელმძღვანელი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ფუნქციური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სუნთქვის მექანიკა, პოსტაგლანდინები და ციკლური ნუკლეოტიდები ბრონქული ასთმით დაავადებებში", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.361 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |