The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ხვედელიძე

ბორის ხვედელიძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1997  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1938 წელს.

1942 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1939-1958 და 1967-1968წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1980 წლიდან - აფხაზეთის გორკის სახელობის უნივერსიტეტში; 1956-1967წწ. საქართველოს ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის N63 კათედრის გამგე იყო. მისი გამოკვლევები მიძღვნილია ელიფსური ტიპის დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანებისადმი, კომპლექსური ცვლადის ანალიზური ფუნქციების თეორიის სასაზღვრო ამოცანებისადმი და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიისადმი; შეისწავლა პუანკარეს ამოცანა ორი დამოუკიდებელი ცვლადის მეორე რიგის დიფერენციალური განტოლებებისათვის, ასევე, წყვეტილი ამოცანები იმ შემთხვევებისათვის, როცა საძებნი ფუნქციისათვის მოითხოვება მხოლოდ კოშის ტიპის ინტეგრალების სახით წარმოდგენა; ამასთანავე, შეისწავლა კოშის ტიპის სინგულარული ინტეგრალები ლებეგის ხარისხოვან წონიან ფუნქციონალურ სივრცეებში და ააგო ინტეგრალურ განტოლებათა თეორია ამ ფუნქციონალურ სივრცეებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი(1957), პროფესორი (1959).

წყარო: მათემატიკოსები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1917-2014/ლიდა ბერიძე. -თბ., 2014. -გვ.117; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.306

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1983-1997)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: