შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფო ხუნწარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი ტელევიზიისა და რადიოს წამყვანი ჟურნალისტის სპეციალობით. 1999 წლიდან, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, მათ შორის ტელეკომპანიებში "იბერიასა" და "მზეში", პროდიუსერად-ტელეკომპანია "იმედში"; იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი. 2006 წლიდან სარეკლამო კომპანია "ვინდფორსის" აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია "არტარეას". წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.266
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |