The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ხეჩინაშვილი

თამარ ხეჩინაშვილი
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1988წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა განყოფილების ექიმი-ინტერნი; 1988-1989წწ. - "დინამოს" სტადიონის საექიმო ფიზკულტურის დისპანსერის ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი; 1990-1993წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1993 წლიდან - ლარინგოლოგიის კათედრის თანამშრომელი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლატენტური შუა ოტიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვესტიბულური მოშლილობების დიაგნოსტიკა კისრის ოსტრეოქონდროზით განპირობებული ვერტებრო-ბაზილარული სისხლძარღვოვანი უკმარისობისა და ზოგიერთი მსგავსი დაავადების დროს", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.362; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.391


გააზიარე: