The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ხირსელი

დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს.

1972 წელს იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიულ და ორთოპედიულ-სტომატოლოგიური კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1995 წელს ასისტენტი; 1997 წლიდან დოცენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სახის მიდამოს ანთებითი პროცესების მკურნალობას. ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყვრიმალის კომპლექსის მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.364

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: