შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1927 წელს. 1930-1972წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1937-1939წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1951 წლიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; 1953 წლიდან პროფესორი. მისი გამოკვლევები ეხება მერქნის ანატომიის, მცენარის სქესის, მცენარეთა ვეგეტატიური გამრავლების, ვაზის ქლოროზის, კულტურულ მცენარეთა გამძლეობის აქტუალურ პრობლემებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 11.-თბ., 1987.- გვ. 544 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |