შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ძაბირაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კლდეეთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატოკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე; რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1979-1993წწ. იყო რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ამ პარტიის არალეგალური ჟურნალის, "სამრეკლოს" ერთ-ერთი გამომცემელი და ავტორი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბლოკი "11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პროპორციული სიით, მაჟორიტარი №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის გაასამართლეს 1984-1987 წლებში; სასჯელს იხდიდა პერმის პოლიტპატიმართა ბანაკში. განთავისუფლებისთანავე კვლავ ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. 2003 წლიდან ეწევა პოლიტოლოგიურ საქმიანობას. ერთი მონოგრაფიისა და მრავალი პუბლიცისტური სტატიის ავტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.164; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.384 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |