შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანიკო თარხნიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2003 წლიდან არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი; 2006 წლიდან თანამშრომლობს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან; არის "ნიჭიერისა" და "იღბლიანი ბორბლის" წამყვანი; გადაღებულია ფილმებში: "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "დაბადებული საქართველოში", "ტაქსი" და სხვ. მონაწილეობს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". თეატრში შესრულებული აქვს როლები შემდეგ სპექტაკლებში: "პიგმალიონი", "ბაკულას ღორები", "ჩვენი პატარა ქალაქი", "ეროვნული ჰიმნი", "ტარტიუფი". წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.171
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |