შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა გოგალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს. 1993-1998წწ. იყო იმავე უნივერსიტეტის გენეტიკის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-1999წწ. იყო მასწავლებელი "მომავლის სკოლაში"; 2000 წელს მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის(CFU) მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით მეცნიერებებსა და პოლიტიკაში; 2001-2006წწ. მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში; 2003 წელს იყო საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენელი კიევში ევროპის მინისტრთა მეხუთე კონფერენციაზე "გარემო ევროპისათვის"; 2007 წლიდან იყო სხვადასხვა ორგანიზაციის ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში; 2008 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ინდიანას უნივერსიტეტში გარემოსდაცვით პოლიტიკასა და ბუნებრივი რესურსების მართვაში; 2012 -2014წწ. იყო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.176
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |