The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა გოგალაძე

ხათუნა გოგალაძე
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს.

1993-1998წწ. იყო იმავე უნივერსიტეტის გენეტიკის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-1999წწ. იყო მასწავლებელი "მომავლის სკოლაში"; 2000 წელს მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის(CFU) მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით მეცნიერებებსა და პოლიტიკაში; 2001-2006წწ. მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში; 2003 წელს იყო საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენელი კიევში ევროპის მინისტრთა მეხუთე კონფერენციაზე "გარემო ევროპისათვის"; 2007 წლიდან იყო სხვადასხვა ორგანიზაციის ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში; 2008 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ინდიანას უნივერსიტეტში გარემოსდაცვით პოლიტიკასა და ბუნებრივი რესურსების მართვაში; 2012 -2014წწ. იყო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.176


გააზიარე: